თბილისიდან ლენტეხისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა. შემთხვევა რუისთან ახლოს მოხდა. შემთხვევის შედეგად 6 მგზავრი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.