თაღლითობის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

ანტიკორუფციული სააგენტოს და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსის მოადგილე ბადრი მენოგნიშვილი ამხილეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბადრი მენოგნიშვილი, 10 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების მიზნით, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ აუქციონზე გაამარჯვებინებდა და საგარეჯოში, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ 7097 კვ.მ მიწის ფართს შეასყიდებდა მასზე განთავსებული ორი კაპიტალური შენობა-ნაგებობით.

სამართალდამცავებმა ბადრი მენოგნიშვილი თბილისში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი მოქალაქისგან 10 000 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლა.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიგაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოსთან დემოკრატიის და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ რეზოლუცია მიიღო
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე ვიტალი ბორტა დააკავა