თამარ ხიდაშელი: არსებით უპირატესობას ვფლობთ

თამარ ხიდაშელი: არსებით უპირატესობას ვფლობთ

თამარ ხიდაშელი: არსებით უპირატესობას ვფლობთ

xidasheli

,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი საგარეჯოს რაიონში თამარ ხიდაშელი შუალედური არჩევნების მიმდინარეობით კმაყოფილია. ამის შესახებ ხიდაშელმა ,,თაიმერთან“ საუბარში განაცხადა.
,,არჩევნები მშვიდ გარემოში მინდინარეობს. ინციდენტებს ორ უბანზე ჰქონდა ადგილი. ორივე ინციდენტის პროვოცირება ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა მოახდინეს. განსაკუთრებით გამოვყოფ სოფელ გიორგი წმინდაში მდებარე საარჩევნო უბანს სადაც ირმა ინაშვილის მხარდამჭერები ნასვამ მდგომარეობაში მივიდნენ და სიტუაციის დაძაბვა სცადეს, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა ფაქტი. ასევე ზემოთულანის 47 საარჩევნო უბანზე ირმა ინაშვილის ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელი მამედოვი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი სიტყვის“ დამკვირვებლის სტატუსით შევიდა.ხმაური ატეხა და დოკუმენტაციაში იქექებოდა. რაც შეეხება ტექნიკურ ხარვეზებს რამდენიმე ტექნიკური ხარვეზი იყო თუმცა მალევე აღმოიფხვრა. ზოგადად ძალიან მშვიდ და სტაბილურ გარემოში მიმდინარეობს პროცესი. ამას მხოლოდ ჩვენი კოორდინატორებსა და წარმომადგენლებს ინფორმაციაზე დაყრდნობით არ ვამბობ. ამ ინფორმაციას მაწვდის არასამთავრობო სექტორიც. შუალედური არჩევნებია და არ არის გასაკვირი რომ აქტივობა მაღალი არ არის თუმცა იმედია რომ მოიმატებს. რაც შეეხება ამ დროის მონაცემს ჩვენ არსებით უპირატესობას ვფლობთ“– განუცხადა ,,თაიმერს“ თამარ ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში,,პატრიოტთა ალიანს” საგარეჯოში მედიაცენტრის გახსნის საშუალება არ მიეცა
შემდეგი სტატიასაია მიმდინარე შუალედური არჩევნების დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს