თამარ ხიდაშელის პირველი კომენტარი მეუღლის ჩხუბში მონაწილეობის ფაქტზე

შემაჯამებელი ბრიფინგი

,,ქართული ოცნების” საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ხიდაშელს არ აქვს ინფორმაცია ინციდენტზე, რომელშიც ,,პატრიოტთა ალიანსის” მტკიცებით მისი მეუღლე ბესარიონ აბაშიძე მონაწილეობდა.
როგორც ,,თაიმერის” კითხვის საპასუხო თამარ ხიდაშელმა განაცხადა მას იმედი აქვს, რომ მომხდარით პროკურატურა დაინტერესდება.
,,თარხან და თორნიკე გასვიანები გახლავთ სწორედ ის პირები რომლებზეც მთელი დღის მანძილზე ვსაუბრობდი,  რომ ისინი უბნიდან უბანზე გადადაგილდებოდნენ და დებოშსს მართავდნენ. მე არ ვიცი მომხდარი ფაქტის შესახებ, თუმცა თუ მსგავს ინციდენტს ადგილი ჰქონდა იმედი მაქვს,  რომ სამართალდამცველები ამით დაინტერესდებიან”– განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია გია ყარამანიშვილის შესახებ პირველ კომეტარს აკეთებს
შემდეგი სტატიასაგარეჯოს რაიონში 5 უბნის შედეგებით ირმა ინაშვილი ლიდერობს