თამარ ჩერგოლეიშვილი: შეიძლება უკანონო დაკავებაზე ვუჩივლო კიდეც

საქალაქო სასამართლოში თამარ ჩერგოლეიშვილის პროცესი გადაიდო. სხდომა სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. პროცესის გადადების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

“მიზეზი რა თქმა უნდა არ განმარტეს, ეხლა ადვოკატებთან ვსაუბრობ, შეიძლება უკანონო დაკავებაზე ვუჩივლო კიდეც”-განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ამავე თემაზე სასამართლოსთან კომენტარი გააკეთა დაკავებულების ადვოკატმა ოთარ კახიძემ და განაცხადა, რომ პლაკატების გაკვრა იქ, სადაც ჩერგოლეიშვილი და დანარჩენი 2 პირი აკრავდნენ აკრძალული არ არის.

“ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით პლაკატები როგორც ჩანს ამახინჯებს ქალაქის იერსახეს. ხარაჩოებზე, სადაც პლაკატები გაკრულია ახალი პლაკატების გაკვრა არ არის ქალაქის იერსახის დამახინჯება, “-აცხადებს ადვოკატი ოთარ კახიძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმესაათიანი დაკავების შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილი და მასთან ერთად დაკავებული 2 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. პროცესი ჩანიშნული იყო 17:00 საათზე, თუმცა ის გადიდო.

გაზპრომთან მოლაპარაკების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ტელეკომპანია ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ამავე ტელევიზიის პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და ერთი სტუდენტი დღეს შუადღეს დააკავეს.

გამოძიება მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 150-ე მუხლით ედავება, რაც ქალაქის იერსახის დაზიანებას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითბილისობასთან დაკავშირებით ავტობუსების მოძრაობის განრიგი შეიზღუდება
შემდეგი სტატიაფატუ ბენსუდა: დანაშაულად მიგვაჩნია საქართველოს სამშვიდობო ძალების მიერ რუსეთის სამშვიდობოებზე იერიშის მიტანა