თამარ ჩერგოლეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს

გაზპრომის საწინააღმდეგო პოსტერების გაკვრის გამო დაკავებული თამარ ჩერგოლეიშვილისა და ტაბულას ორი თანამშრომლის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს.

საუბარია ადმინისტრაციულ გადაცდომაზე, შესაბამისად საკითხზე საქალაქო სასამრთლოს ადმინისტრაციული პალატა იმსჯელებს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება პროცესი.

გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია კი მთავრობის კანცელარიასთან დღეს 16:00 საათზეა დანიშნული, სადაც მოქალაქეები მთავრობის მხრიდან გაზპრომთან საიდუმლო შეხვედრებსა და მოლაპარაკებას გააპროტესტებენ.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა 45%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებით საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს
შემდეგი სტატიასპეცოპერაციის შედეგად სამი ახალგაზრდა დააკავეს