თამარ კორძაია: მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში მთავრობის მონაწილეობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი

დეპუტატ თამარ კორძაიას შეფასებით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. მისივე თქმით , უფრო მკაფიოდ უნდა განისაზღვროს მთავარი პროკურორის ანგარიშვალდებულების საკითხი.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე კორძაიამ პროკურატის მიმართულებით დაგეგმილ რეფორმასა და პარლამენტში განსახილველად წარდგენილ შესაბამის საკანონმდებლო პაკეტზეც გაამახვილა ყურადღება.
“საქართველოს პარლამენტი “პროკურატურის შესახებ” კანონს იხილავს, სადაც მთავარი პროკურორი პოლიტიკურად ნეიტრალური და ანგარიშვალდებული უნდა გახდეს. წარდგენილი ინიციატივა მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში მაქსიმალურ მონაწილეობას გულისხმობს, თუმცა აღნიშნული კანონპროექტი გასაძლიერებულია იმ თვალსაზრისით, რომ ამ პროცესში მთავრობის მონაწილეობა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. ასევე უფრო მკაფიო დებულებები უნდა ჩაიწეროს მთავარი პროკურორის ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით, ასევე ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო კონტროლსა და პარლამენტის წევრის მიერ დასმულ კითხვას ეხება”, – განაცხადა კორძაიამ.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა მთავარი პროკურორის დანიშვნის წესის ცვლილების საფუძველზე პერსონალური საკადრო ცვლილებების განხორციელებაც და ახალი წესით ახალი მთავარი პროკურორის დამტკიცება, კორძაიამ განაცხადა, რომ შეუძლებელია იმაზე საუბარი, თუ ვინ იქნება მთავარი პროკურორი რეფორმის შემდეგ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე პროკურატურის მიმართულებით დაწყებულმა რეფორმებმა ძალოვანი სტრუქტურების მიერ ქვეყნის მართვის დასასრულს უნდა დაუდოს საფუძველი, რასაც ყველა წინა ხელისუფლების პირობებში ჰქონდა ადგილი”, – აღნიშნა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: პროცესი მიმდინარეობს სოციალური სამართლიანობის პრინციპების დაცვით
შემდეგი სტატიაზურაბ მელიქიშვილი : არის ცალსახად ზიანის მომტანი საფინასო სექტორისთვის