თამარ კორძაიას თქმით პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები უნდა შედგეს

ფრაქცია “რესპუბლიკელების” წარმომადგენლის, თამარ კორძაიას აზრით, უმრავლესობამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციები უნდა გამართოს.
კორძაია თქმით, მოლაპარაკებები ნებისმიერ ფორმატშ მისაღებია, რადგან ეს დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია.
“ადამიანებმა კონსულტაციები უნდა აწარმოონ და ერთმანეთს აზრი გაუცვალონ ნებისმიერ მტკივნეულ თუ უმტკივნეულო საკითხზე. ვიღაც მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ წესრიგს პრობლემა აქვს და ვიღაც მიიჩნევს, რომ ეს ასე არ არის. დიახ, ამ საკითხზე უნდა ვისაუბროთ და მხარეებმა ერთმანეთს უნდა აუხსნან, რატომ თვლიან, რომ ან აქვს, ან არ აქვს”, – აცხადებს თამარ კორძაია.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციების გამართვის წინადადებით გუშინ გამოვიდა. პრეზიდენტი უკვე შეხვდა “თავისუფალი დემოკრატების”, “ნაციონალური მოძრაობის”, არასაპარლამენტო ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლებს.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატია“არ მესმის ურთმელიძე რატომ ჯიუტობს”, – გია ხუხაშვილი