თამარ ბერუჩაშვილმა რუმინელი კოლეგა მიიღო

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას შეხვდა.

ბოგდან აურესკუსა და თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრა საგარეო უწყებაში ცოტა ხნის წინ დასრულდა, რის შემდეგაც დიპლომატებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. თამარ ბერუჩაშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც რუმინელ კოლეგასთან შეხვედრისას განხილვის მთავარი თემა იყო.

„ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას ქვეყნის ევროინტეგრაციის დღის წესრიგის მიხედვით, ასევე ჩვენი ამოცანების თაობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი მოვლენა, სადაც შეჯერდება აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის წარმატებები და ასევე გამოწვევები,“ – განაცხადა მინისტრმა.

დღესვე, რუმინეთის პირველი დიპლომატი გმირთა მოედანზე მემორიალთან ყვავილებს მიიტანს და პატივს მიაგებს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას.

ბოგდან აურესკუსს დღესვე შეხვედრები აქვს დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმიწფო მინისტრთან.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობის ნაწილი მათ ლიდერს უკვე ღიად დაუპირისპირდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი 27 თებერვალს რუმინეთს ეწვევა