თამაზ ხუბუა გალში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა, ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე აფხაზეთში და კერძოდ გალის რაიონში მიმდინარე პროცესებზე წერს… თამაზ ხუბუა, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებიდან მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობას, როგორც ენგურს გამოღმა ხელისუფლებას, ასევე ქართულ სამოქალაქო საზოგადოებრივ სექტორს აკისრებს…

,,შეუძლებლია ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში, მიმდინარე ადამიანურობის საწინააღმდეგო პროცესებს გულდამშვიდებულებმა ვუცქიროთ! ნუთუ ასე ძნელია იმის გაცნობიერება, რომ სახეზეა ტერიტორიის დაკარგვაზე უფრო საზარელი და კატეგორიულად დაუშვებელი მოცემულობის ფუძე-ჩაყრა–განმტკიცების მცდელობა, ქართველებისა და ქართველობის დაკარგვა! და თუ აღნიშნული, ღმერთმა არ ქნას, საბოლოო რეალობა გახდა, ამაში დამნაშავენი იქნებიან არა ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ჩვენი თანამოძმენი, არამედ ენგურს გამოღმა დარჩენილი ქართული სამოქალაქო საზოგადოება და სახელმწიფო–სახელისუფლებო წარმომადგენლობა!
ვერ ვუძებნი ახსნას ამ ადამიანების უფლება–თავისუფლებების დასაცავად სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების საკონსტიტუციო მოვალეობებისადმი ინდეფერენტულ დამოკიდებულებას?! რაც შეეხება აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებას, განსაკუთრებით აფხაზეთის მთავრობას, მათი დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი იმდენად ბუნდოვანია, რომ გონიერ ახსნას არ ექვემდებარება!,, აცხადებს თამაზ ხუბუა

banner
წინა სტატიაშიაფხაზები ფსოუს სასაზღვრო პუნქტით უკმაყოფილოები არიან
შემდეგი სტატიაპუტინმა ავადმყოფობის გამო ვიზიტი გადადო