თამაზ ურთმელიძის განაჩენს სოფელ დიღომში 2 ადამიანი შეეწირა – მოსამართლეს წარსულს მანანა კობახიძე უხსენებს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

გადაცემა არჩევანში ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ, თამაზ ურთმელიძის მოსამართლეობის საქმიანობას მიმოიხილა და მის მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები გაიხსენა.

მანანა კობახიძე სოფელ დიღმის საქმეს იხსენებს, რომლის განაჩენსაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ამ საქმის მოსამართლეც თამაზ ურთმელიძე იყო.

„მაგალითად, სოფელ დიღმის მიწების საქმე, როდესაც ვანო მერაბიშვილის და ჯაბა ებანოიძის ინტერესებით სოფელი დიღმის მოსახლეობას მიწები ჩამოართვეს. ამ სასამართლო პროცესის დროს 2 ადამიანი გარდაიცვალა. 2 მიცვალებული მიიღო ამ საქმემ შედეგად. მაშინ თქვას, რომ ეს საქმე იყო შეკერილი, იყო ვანო მერაბიშვილის ინტერსებში და რომ ეს მოსამართლე იყო მაშინაც პროკურატურის გავლენის ქვეშ,“ – აცხადებს მანანა კობახიძე.

კობახიძე რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, მიმართავს და მოუწოდებს, გამოვიდეს საჯარო განცხადებით და თქვას, რომ თამაზ ურთმელიძე წინა ხელისუფლების დროსაც იყო პროკურატურის გავლენის ქვეშ მყოფი მოსამართლე.

„ასე არ შეილება, როდესაც თქვენ წინააღმდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ არის გავლენის ქვეშ და, როდესაც წინა ხელისუფლების დროს იღებდა გადაწყვეტილებებს, მაშინ იყო ობიექტური,“ – ამბობს მანანა კობახიძე.

banner
წინა სტატიაში“სიტყვის თავისუფლების დასაცავად აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ”
შემდეგი სტატია„დარწმუნებული ვარ, რომ, თუ სიმართლე თქვენს მხარეზეა, სტრასბურგში წასვლა არ მოგიწევთ”