თამაზ ურთმელიძე: სისწრაფე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარეობს

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე „რუსთავი 2“-ის საქმის სწრაფ ტემპში მიმდინარეობას საზოგადოების მაღალი ინტერესით ხსნის. ამის შესახებ ურთმელიძემ დაცვის მხარის ადვოკატების საპასუხოდ განაცხადა.

„სისწრაფე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარეობს და კოდექსით საქმის დასრულება ერთ პროცესშიც შესაძლებელია. მხარეები არ შეზღუდულან და არც მოუმზადებელი ყოფილა საქმე“, – განაცხადა ურთმელიძემ.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის საქმეზე პროცესი 11:00 საათზე განახლდა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე პროცესის გადადების შუამდგომლობას დააყენებს. არსებობს ვარაუდო, რომ მოსამართლე განაჩენს დღეს გამოიტანს.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე პროკურატურაში კვლავ დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიამოსამართლემ რუსთავი 2-ის სასამართლო სხდომა ხვალისთვის გადადო