თამაზ კირაკოზაშვილმა ძიუდოში ოქროს მედალი მოიპოვა

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, ქართველმა სპორტსმენმა თამაზ კირაკოზაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ავსტრიის ქალაქ ობერვარტში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დღეს დაიწყო. პირველივე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს: ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო.
73 კგ. წონით კატეგორიაში ფინალში იჭიდავა თამაზ კირაკოზაშვილმა, მისი მეტოქე სლოვენიელი მარტინ ჰოჟაკი იყო, ქართველმა ძიუდოისტმა იპონით მოიგო და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა გიორგი კაციაშვილმა, ვისი მეტოქეც კოსოვოელი აკილ გაიკოვა იყო. აქ ქართველმა სპორტსმენმა იპონით გაიმარჯვა.
60 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა თორნიკე ნაგლიაშვილმა, მან ბრიტანელ ნილ მაკდონალდს იპონით მოუგო.
მედლებისთვის ბრძოლას ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ ირაკლი კუპატაძე (55) და ბექა შავდათუაშვილი (66), ასევე, გოგონების ტურნირში ქართველი სპორტსმენები – მარიამ ჯანაშვილი (52) და სალომე აბაშიძე (57).
ევროპის ჩემპიონატზე 19 სექტემბერს მედლები დარჩენილ წონებში გათამაშდება.
ტურნირი კვირას, 20 სექტემბერს, გუნდური შეჯიბრებებით დასრულდება.

banner
წინა სტატიაში,,პრეზიდენტი ქვეყნის მომავალზე და საკუთარ მომავალზე უნდა დაფიქრდეს”
შემდეგი სტატია,,სახელმწიფოს ჩარევაზე საუბრობენ ის ადამიანები ვინც ჩუმად იყვნენ და ხმას ვერ იღებდნენ”