თაიმ-სკვერზე ასობით წყვილმა მეზღვაურის და ექთნის კოცნა გაიმეორა

თაიმ-სკვერზე ასობით წყვილმა მეზღვაურის და ექთნის კოცნა გაიმეორა

თაიმ-სკვერზე ასობით წყვილმა მეზღვაურის და ექთნის კოცნა გაიმეორათაიმ-სკვერზე მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად ასობით წყვილი შეიკრიბა, რომ მეზღვაურის და მედდის კოცნა გაემეორებინათ, რომელიც ცნობილი ფოტოგრაფის ალფრედ აიზენშტადტის მიერ იაპონიაზე გამარჯვების დღეს იქნა გადაღებული – ამის შესახებ “ასოშეითედ პრესი” წერს.
14 აგვისტოს უკუდათვლის შემდეგ “ხუთი, ოთხი, სამი, ორი, ერთი, კოცნა!” – შეყვარებულებმა ცნობილი ფოტოს პოზა მიიღეს და კოცნას შეუდგნენ. კოცნა პირველად რეი და ალი უილიამსებმა დაიწყეს ჯორჯიადან, რომლებმაც იაპონიის კაპიტულაციის მეორე დღეს დაიწერეს ჯვარი.
როგორც რეი უილიამსმა აღნიშნა, ის ძალიან გახარებულია, რომ მეუღლესთან ერთად ამ შესანიშნავ აქციას ესწრება.

თაიმ-სკვერზე ასობით წყვილმა მეზღვაურის და ექთნის კოცნა გაიმეორა

მოედანზე მეზღვაურის და მედდის 7 მეტრიანი სკულპტურა იდგა. “კოცნის ეს აქცია მშვიდობის და სიყვარულის სიმბოლოა” – ამბობდნენ მონაწილეები.

 

ფოტო მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 1970-იან წლებში ჟურნალ Life Magazine-ის ყდაზე მოხვდა. სამწუხაროდ, დადგენილი არ არის ვინ არიან ფოტოზე აღბეჭდილი მეზღვაური და მედდა.

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამამ შვებულებაში მოსასმენი სიმღერების პლეი-ლისტი დადო
შემდეგი სტატიაუსამა ბინ ლადენის შვილი ტერაქებისკენ მოუწოდებს