თავისუფალ დემოკრატებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ საფრანგეთში ხელმოწერილ დოკუმენტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ

fanjikidzeთავისუფალ დემოკრატებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ საფრანგეთში ხელმოწერილ დოკუმენტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი ზუსტად რა ხელსეკრულებას მოაწერა ხელი ხიდაშელმა.

“მე მაქვს ინფორმაცია, რომ თინა ხიდაშელმა საფრანგეთში რაღაცას მოაწერა. მე არ ვიცი, არის თუ არა 100 პროცენტით იდენტური იმ ხელშეკრულებისა, რომელზეც მუშაობდა ირაკლი ალასანია. მაშინ ეს არის ძალიან კარგი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით,” – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე განმარტებით, თუ კი ეს არ არის ის ხელშეკრულება და არის მხოლოდ მისი რაღაცა ვარიანტი, ან ხელი აქვს მოწერილი მხოლოდ მის ზოგიერთ ელემენტს, მაშინ უნდა გაირკვეს დეტალები, რას მოეწერა ხელი და ამის მიხედვით გაკეთდება შეფასებები მათი მხრიდან.

როგორც ცნობილია, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფრანგულ მხარესთან კონტრაქტი გააფორმა. თინა ხიდაშელის თქმით, საუბარია სწორედ იმ ხელშეკრულებაზე, რომელზეც ამდენი საუბარი იყო საქართველოში და მის წინამორბედ მინისტრებს პროცესის დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშირატომ დაატოვებინეს “ვენდის” თანამშრომლებმა მომხმარებლებს რესტორანი? – “ვისოლ ჯგუფის” განცხადება
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე: ხელშეკრულების პროექტი მომზადდა ჩემი მინისტრობის დროს და მისი ხელმოწერა მოხდა თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს