“თავისუფალ დემოკრატებს” ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მთავრობის ხედვა აინტერესებთ

ირაკლი ალასანიას თანაგუნდელები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია.

ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ აუცილებელია საჯარო იყოს მთავრობის სამოქმედო გეგმა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის შესახებ.

“ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის გადნაწყვეტილებას. სავარაუდოდ, მან ჩათვალა, რომ ეკონომიკურ გუნდს აქვს გეგმა და ძალა, გამოიყვანოს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან. თუმცა ეს გეგმა უნდა გასაჯაროვდეს და უნდა ვიცოდეთ, რას აპირებს მთავრობა,” – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული აფხაზეთი ბელგრადში მიმდინარე გამოფენიდან მათი დროშის მოხსნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიაასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ, 180-ე საჯარო სკოლაში ამავე სკოლის მოსწავლემ დარეკა