“თავისუფალი დემოკრატების” მხარდაჭერის გარეშე მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის საკითხი ჩავარდებოდა”

ზაზა ვეკუას განცხადებით, რომ არა “თავისუფალი დემოკრატების” მხარდაჭერა, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის შექმნას მხარს არ დაუჭერდა

ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის თქმით, ეს საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე იმის გამო არ ჩავარდა, რომ მას მხარი “თავისუფალმა დემოკრატებმა” დაუჭირეს. ვეკუას თქმით, მისი ფრაქცია ამ ცენტრის შექმნის წინააღმდეგია.

“ჩვენ მკვეთრად წინააღმდეგი ვართ აღნიშნული ცენტრის შექმნის, რადგან ხდება ფუნქციების დუბლირება და დედაქალაქის მერიიდან არასწორად თანხების გადინება. ეს არასწორად მიგვაჩნია და შესაბამისად ამ ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ”, – განაცხადა ზაზა ვეკუამ.

როგორც ცნობილია, ახალი უწყება მერიაში იქმნება, რომელსაც ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაკიკინებიანი გოგო ფეხბურთს კარგად რომ ვთამაშობდი ის უკვირდათ