“თავისუფალი დემოკრატები” პრეზიდენტს შეხვდნენ

“თავისუფალი დემოკრატები” საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებენ, სადაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავლის გზებს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ერთად განიხილავენ.

თავისი პოზიცია პარტიის ლიდერებმა დღეს გიორგი მარგველაშვილს გააცნეს. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პარტიის ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ამ საკითხის მოგვარება დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქის მთავარი მოთხოვნაა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ და მივმართეთ პრეზიდენტს, რომ შედგეს საგანგებო სხდომა, რომელზეც ყველა პოლიტიკური ძალა ვიმსჯელებთ გამოსავალზე და ჩვენ ჩვენს შეთავაზებას მივცემთ მთავრობას. ეს მოთხოვნა აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ამიტომ ეს არის ჩვენი მოთხოვნა,“ – განაცხადა ალასანიამ.

პარტიის კიდევ ერთი ლიდერის, ზურა აბაშიძის თქმით, კი ამ ეტაპზე არსებული ვითარებიდან ჩანს, რომ მთავრობას არ აქვს არანაირი გეგმა ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად.

banner
წინა სტატიაშიბიზნეს კომპანიები ფასების შენარჩუნებას ცდილობენ
შემდეგი სტატია„მისი პრეტენზიები არის სრულიად უსაფუძვლო და არასამართლიანი” – ვახტანგ ხმალაძე ქუცნაშვილზე