“თავისუფალი დემოკრატები” თბილისში პირველ რაიონულ ოფისს ხსნის

“თავისუფალი დემოკრატების” ისნის რაიონული ოფისი ხვალ გაიხსნება. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის პირველი რაიონული ოფისის გახსნას “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები ალექსი პეტრიაშვილი, ზურაბ აბაშიძე და გიორგი ცაგარეიშვილი დაესწრებიან.
ოფიციალურ გახსნამდე პარტიის ლიდერები ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან. შეხვედრის შემდეგ მოხდება ოფისის ოფიციალური გახსნა და ხელმძღვანელი პირების წარდგენა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი ხელისუფლების დროს საქართველოში 100-მდე ახალი სასტუმრო გაიხსნა
შემდეგი სტატიაUEFA-ს სუპერთასის ბილეთები სალაროებში გაიყიდება