“თავისუფალი დემოკრატები” მთავრობის შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ

საერთოდ ვერ გაიგო ვერავინ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა

“თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტში მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ “იმედის” გადაცემა “ქრონიკაში” განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებულ სიახლეს ისინი ვერ ხედავენ და კიდევ ერთხელ დადასტურდა მთავრობის დამოკიდებულება საზოგადოებისადმი და პარლამენტისადმი.
“აღმოჩნდა, რომ თურმე პარლამენტში კენჭისყრას მნიშვნელობა არ აქვს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს უპატივცემულობას პარლამენტისადმი, ზოგადად ამ ინსტიტუტისადმი და საზოგადოებისადმი დამოკიდებულებას. დღეს ჩვენ თუ ქუჩაში გავალთ და ვკითხავთ ხალხს, ენდობით თუ არა მთავრობას, ღრმად ვარ დარწმუნებული, საზოგადოების უმრავლესობა იტყვის, რომ არ ენდობა. აქედან გამომდინარე, პარლამენტმა რატომ უნდა გამოუცხადოს ამ მთავრობას ნდობა”, -განაცხადა აბაშიძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, “თავისუფალი დემოკრატები” არ აპირებენ მთავრობის განახალებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირონ.
“ჩვენ არ ვაპირებთ ინდივიდუალურად რომელიმეს დავუჭიროთ მხარი. ეს არის კლასიკური შემთხვევა, როდესაც ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალები მხარს არ უჭერენ მთავრობას, იმიტომ რომ არ არიან მთავრობასთან ერთად”, – აღნიშნა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშილეგენდარულ ქართველ მსახიობს თამარ სხირტლაძეს 86 წელი შეუსრულდა
შემდეგი სტატიახიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე კომენტარს არ აკეთებს