თავისუფალი დემოკრატები პრემიერის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავენ

მოსამართლე დავით ჯუღელზე პროკურატურაც ახდენდა ზეწოლას

ქართველი ხალხის შეურაცხყოფისთვის თავისუფალი დემოკრატები ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავენ. ამის შესახებ განცხადება კურიერთან დეპუტატმა ნინო გოგუაძემ გააკეთა. მან პრემიერი გააკრიტიკა და თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავისი განცხადებებით ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს.

„პრემიერის განცხადება იყო საშინელება. ასეთი განცხადება ჯერ არ მომისმენია. ეს იყო პირდაპირი წაქეზება ძალადობაზე და აქ პრემიერმა გათქვა თავისი შეხედულება ქართველ ხალხზე. მან თქვა, რომ ქართველი ხალხი არის პოტენციური დამნაშავე, რომ ქართველი ხალხი მზად არის ასეთი დანაშაული ჩაიდინოს და მადლობა აქვს ვინმეს სათქმელი, რომ ასეთ დანაშაულს მისი მისამართით არ სჩადიან.“ – ამბობს ნინო გოგუაძე.

თავისუფალი დემოკრატები იურისტებთან კონსულტაციებს იწყებენ. ნინო გოგუძის თქმით, პრემიერის განცხადებებზე თუ იქნება სამართლებრივი საფუძველი სარჩელის შეტანისა, როგორც შუღლის გაღვივებისა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფისთვის თავისუფალი დემოკრატები პრემიერს უჩივლებენ.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი: არ ვიცნობ პატრიოტთა ალიანსს, გამორიცხულია, რომ მათ კანდიდატს მხარი დავუჭირო
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: „ორი სკანდალი ავაშორე უჩა მამაცაშვილს იმიტომ, რომ ეს იყო მისი უმრჩილესი თხოვნა ჩვენი საერთო მეგობრის მეშვეობით“