პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თავდაცვის მინისტრები ხშირად არ უნდა იცვლებოდნენ, რადგან ქვეყანას საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, თავდაცვის სფეროში სტაბილურობა სჭირდება
“თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით მე ხაზგასმით ვთქვი ის, რომ ასე ხშირად თავდაცვის მინისტრები არ უნდა იცვლებოდნენ. ქვეყანაში, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი ამ სფეროში განსაკუთრებული სტაბილურობა გვმართებს. მე ალასანიას შეცვლაზეც ნეგატიური რეაქცია მქონდა, ამ შემთხვევაშიც მე მირჩევნია იყოს ბევრად მეტი სტაბილურობა. აქ არ არის არანაირი პოლიტიკური თემა, აქ არის საკითხი, რომელიც უკავშირდება ქართულ არმიას და ჯარს”,-განაცხადა მარგველაშვილმა