თავდაცვის სამინისტრო ფონდ “ქართუსთან” ერთად რამდენიმე პროექტს განახორციელებს

თავდაცვის სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა

2016 წლის ბოლოს ჯარში ყველა სასადილო ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ხონში განუცხადა , სადაც ნატო-ს სტანდარტების სასადილო დაათვალიერა და შპს “სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის” მიერ გამართულ “ღია კარის” დღეს დაესწრო.
თინა ხიდაშელის განმარტებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რამდენიმე სასადილოს მშენებლობა უკვე დაწყებულია.
“მე შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ 2016 წლის ბოლოს ასეთი იქნება ყველა სასადილო საქართველოს ყველა ბაზაზე. დაიმახსოვრეთ ეს კომენტარი და 2016 წლის დეკემბერში შემოვიაროთ. რაც შეეხება თვითონ ამ სასადილოს, დამეთანხმებით, რომ ნამდვილად ნებისმიერ სტანდარტს აკმაყოფილებს და ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო შენაერთებისთვის იქნებოდა სასურველი. ასეთი, სამწუხაროდ, ჯერ სხვა არ გვაქვს, თუმცა გვაქვს რამდენიმე მიახლოებული, მათ შორის ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. ჩვენ უკვე დავიწყეთ რამდენიმე სასადილოს მშენებლობა, მათ შორის მცხეთაში, რომელიც ზუსტად იგივე სტანდარტების შესაბამისი იქნება, როგორც არის ხონში მდებარე სასადილო”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე ინფორმაციით, იქედან გამომდინარე, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასადილოების მოწყობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თავდაცვის სამინისტრომ დახმარება ფონდ “ქართუს” სთხოვა, რომლის მეშვეობითაც წლის ბოლომდე სამი პროექტი, მომავალ წელს კი კიდევ რამდენიმე განხორციელდება.
“პრობლემა არის ძალიან დიდი და წლების განმავლობაში ეს თემა სულ სკანდალების მიზეზი ხდებოდა. მე არავისთვის არაფრის მოტყუებას არ ვაპირებ, რადგან ვსაუბრობთ ჩვენი ჯარისკაცების კვებასა და ჯანმრთელობაზე, ამიტომ საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, სად რა მდგომარეობაა. ვინაიდან პრობლემა ძალიან დიდია, ფულიც ბევრი სჭირდება, სწორედ ამიტომ მე ვთხოვე დახმარება ფონდ “ქართუს” და ის შემოდგომაზე იწყებს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე სამზარეულოს თავიდან მშენებლობას, უფრო კონკრეტულად, სამი სასადილოს შესახებ უკვე დასტური გვაქვს მიღებული, რაც 2015 წლის დასასრულამდე შესრულდება”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
თავადაცვის მინისტრის თქმით, მისი კიდევ ერთი პრიოროტტეტია ის, რომ ქართულმა ჯარის გამოკვება ადგილობრივი პროდუქციით მოხდეს.
“ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ მომავალ წელს, როცა ჟურნალისტებთნ ერთად სამხედრო ბაზებზე შემდეგ ტურნეს დავგეგმავთ, გაჩვენოთ, რომ ყველაფერი, რასაც მიირთმევს ქართული ჯარი, იქნება ქართული. ბუნებრივია, იმ პროდუქტების გამოკლებით, რომელიც არ არის საქართველოში”, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში, სუს-ის შენობის აფეთქებისას დაღუპული ზვიად ლაგვილავა ავზის აფეთქებამდე მოკლეს
შემდეგი სტატიასტიქიის დროს დაკარგული სერგო კაპანაძის დეიდა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს