თავდაცვის სამინისტრო: სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთების გადაზიდვაზე რუსეთს აგვისტოს ომის შემდეგ არ მოუმართავს

სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთების საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გადაზიდვასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არ მოუმართავს, – ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
“მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ სირიის მიმართულებით გადაადგილებისას, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთების საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გადაზიდვასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არ მოუმართავს.
ამგვარი მომართვის შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია რუსეთის ფედერაციის სამხედრო თვითმფრინავების ფრენებთან ან სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთის საჰაერო გადაზიდვასთან დაკავშირებით, იქნება უარყოფითი”, -აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანი ევროკავშირთან თანამშრომლობის შეწყვეტას აპირებს
შემდეგი სტატიაზურაბ ტყემალაძე: ჩვენ ყურძნის ფასს ვერ დავადგენთ