“თავდაცვის სამინისტროში არაპატრიოტული მინისტრი და მოადგილეები ინიშნებიან,” – გიორგი ბარამიძე

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა “ნაციონალურ მოძრაობაში”.

პარტიაში ფიქრობენ, რომ პრემიერ-მინისტრი ცრუობს.

“თავდაცვის სამინისტრო და ყველა ის სამინისტრო, რომელიც სიმწრით შენდებოდა, დღეს ინგრევა. მიმდინარეობს ამ უწყებების დეგრადაცია და დაკნინება. არ იდება სწორი ინვესტიციები ქვეყნის თავდაცვის სისტემების გაძლიერებაში,  რომ აღარაფერი ვთქვათ მინისტრზე და მოადგილეებზე რომლებიც თავდაცვის სამინისტროში ინიშნებიან. მათ არანაირი პატრიოტული და ეროვნული განცდები არ გააჩნიათ,” – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

 

banner
წინა სტატიაში“კონსულტაციებში ვმონაწილეობდი როგორც პოლიტსაბჭოს წევრი,” – მანანა კობახიძე კოლეგებს პასუხობს
შემდეგი სტატიარამზან კარიდოვი მსოფლიო დონის ელიტურ სპეციალური დანიშნულების რაზმს ჩეჩნეთში გაწვრთნის