თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ვალერი ზუმბაძე თანამდებობას ტოვებს. ვალერი ზუმბაძის განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“ჩემს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში ვრცელდება ყოველგვარ რეალურ საფუძველს მოკლებული ბრალდებები და მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია.

იმისთვის, რათა არ მოხდეს საქართველოს თავდაცვის უწყების იმიჯის შელახვა, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა. მზად ვარ, სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში, პასუხი გავცე ჩემი მისამართით დასმულ ყველა კითხვას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გადავწყვიტე, ცილისმწამებლური განცხადებების ავტორების წინააღმდეგ სარჩელი შევიტანო სასამართლოში, რათა დავიცვა საკუთარი რეპუტაცია და ერთხელ და სამუდამოდ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს სიმართლე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “შსს-ს კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომელი ვალერი ზუმბაძე ე.წ. ჯაშუშებისა და სხვა საქმეების გამყალბებელი და ფალსიფიკატორია”. ზუმბაძე ბოლოს თავდაცვის სამინისტროში მუშობდა.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო მასშტაბის კამპანიას – ONE BILLION RISING ზუგდიდიც შეუერთდება
შემდეგი სტატიაახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის “ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი განცხადებას ავრცელებს