თავდაცვის მინისტრმა სვანიძის ქუჩა, ზოოპარკი და მზიური მოინახულა

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სვანიძის ქუჩაზე იმყოფება სადაც 26 ერთეული მძიმე ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. ხიდაშელი დღევანდელ დღემდე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ჩატარებულ სამუშაოებს ეცნობა.

სვანიძის ქუჩაზე მისვლამდე მინისტრმა ზოოპარკისა და მზიურის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც ასევე მობილიზებული არიან მისი უწყების მძიმე ტექნიკა და ჯარის წარმომადგენლები. ხიდაშელი ადგილზე გაეცნო სტიქიის დღიდან დღემდე ჩატარებულ სამუშაოებს.

წვიმის მიუხედავად დატბორილ ტერიტორიებზე სამუშაოები 24 საათიან რეჟმში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია გუშინდელ წვიმას სტიქიის ზონებისთის დიდი ზარალი არ მიუყენებია.

banner
წინა სტატიაშითინამ გადაგიხადათ მადლობა, მაგრამ მე ვერ გადაგიხდით–მანანა კობახიძე
შემდეგი სტატიასოფელ წყლულეთის გზის აღდგენა დღეიდან იწყება