თავდაცვის მინისტრის მოადგილე წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი რომან ჯოხაძე წეროვნის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრენ.

მინისტრის მოადგილემ დაგენერალური შტაბის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ის სამხედრო მოსამსახურეები მოინახულეს, რომლებიც ცენტრში მკურნალობის კურსს გადიან.

დღეს წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა რესოციალიზაციის 22-ე ეტაპი დაიწყო. ცენტრში სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები 24-საათიანი სამხედრო მომსახურებით სარგებლობენ. სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ კი მათ რეკრეაციული თერაპია ჩაუტარდებათ.

დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის წეროვანში რეაბილიტაციის კურსი აგვისტოშიც იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვია
შემდეგი სტატიაობამას მშობლიურ კენიაში LGBT-ს მხარდაჭერის გამო პროტესტით დახვდებიან