თავდაცვის ახალმა მინისტრმა დეპუტატებს უწყების პრიორიტეტებზე ანგარიში ჩააბარა

ჩვენ შევიძინეთ საჰაერო თავდაცვისუნარიანობის ყველაზე უფრო თანამედროვე ტექნოლოგია

თავდაცვისა უწყების ახალმა ხელმძღვანელმა დეპუტატებთან საუბრისას სამინისტროს პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება. თინა ხიდაშელს, რომელიც ძალოვან უწყებაში რამდენიმე დღის წინ მივიდა, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე უსმენენ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტი უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის პირველი ეტაპის განხორციელებაა.

„მათ შორის „JTEC“ – ეს არის საწვრთნელი ცენტრი, რომელზეც ამდენი ხანია საუბარი იყო. ამ მიმართულებით ყველაზე უფრო ქმედითი და აქტიური იქნება ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის საქმიანობა,“ – განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: ვერავინ მაგებინებს ამაზე პასუხს
შემდეგი სტატიაგურამ დონაძე: ბუტა რობაქიძეს ედო იარაღი გარდაცვალებამდე ან გარდაცვალების შემდეგ