თავადმა რომანოვმა ყირიმში ცხოვრების სურვილი გამოთქვა

თავადმა რომანოვმა ყირიმში ცხოვრების სურვილი გამოთქვა

თავადმა რომანოვმა ყირიმში ცხოვრების სურვილი გამოთქვათავადმა დიმირტი რომანოვმა, რომელიც სამეფო ოჯახის უფროსი წარმომადგენელია, თქვა, რომ დიდი სიამოვნებით გადავიდოდა ყირიმში სამუდამოდ საცხოვრებლად – ამის შესახებ სააგენტო “ყირიმინფო” წერს.
დღეს დიმიტრი რომანოვი თავის მეუღლესთან ერთად ყირიმის ნახევარკუნძულს ეწვია, რომ ინახულონ ადგილები, რომელიც რუსეთის იმპერატორების სახლთან არის დაკავშირებული. დინასტიის წარმომადგენელს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. “იმედი გვაქვს ყირიმი საიმპერატორო კარის წარმომადგენლისთვის მშობლიური ადგილი გახდება” – განაცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი პოლონსკიმ.
თვის მხრივ რომანოვმა განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით გადავა ყირიმში სამუდამოდ საცხოვრებლად.
2014 წლის მარტის მოვლენების შემდეგ რომანოვების სახლის წარმომადგენლების პირველი ვიზიტია რეგიონში. თავადის მეუღლემ აღნიშნა, რომ მათთვის ყირიმში ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ვადამდელი არჩევნები 1 ნოემბერს დაინიშნა
შემდეგი სტატიაგერმანიაში ცეცხლი წაუკიდეს შენობას, სადაც მიგრანტები უნდა დაესახლებინათ