ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

ზურაბ აბაშიძის განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს–გიგა ბოკერია“ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა,” – ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, 13 ივნისის სტიქიის დროს ხელისუფლების მოქმედებას.მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში ასეთი ნალექი მოდის და ხელისუფლებამ არ იცის, როგორ მოიქცეს, ეს „მძიმე სურათია“.

ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით კი გიგა ბოკერია ამბობს, რომ „ეს ადამიანი საზოგადოებას დასცინის“ და ამბობს, რომ ეს ოყო „ქედმაღლური“, „თვითდაჯერებული“, „არაკომპეტენტური“ და „დამცინავი“ განცხადებები.

„ამ ადამიანს თავი ღმერთკაცად და ფარაონად მიაჩნია. თვითონ ერთობა, ასეთი ტრაგედიის ფონზე ჭკუას გვარიგებს და ამ დროს ნულოვანი პასუხისმგებლობა აქვს,“ – ამბობს გიგა ბოკერია.

მისი თქმით, ხელისუფლება არჩევნების გზით აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

banner
წინა სტატიაშისტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ პირებს ზოოპარკის ტერიტორია დაატოვებინეს
შემდეგი სტატიასაერთოდ ვერ გაიგო ვერავინ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა-ზურაბ აბაშიძე