ზურა ჯაფარიძე -ჩვენ კვლავ ვიხილეთ ივანიშვილის პირადი მსახურის მორიგი ტყუილების კასკადი და უტიფარი განცხადებები

"ლარის გაუფასურება ხელისუფლების ბრალია,"- ასე გამოეხმაურა დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძეჩვენ კვლავ ვიხილეთ ივანიშვილის პირადი მსახურის მორიგი ტყუილების კასკადი და უტიფარი განცხადებები იმის თაობაზე, რომ მთავრობა მუშაობს ეფეკტურად და ბოროტი ნაციონალბის სექტა ხელს უშლის ხალხს დაინახონ ის სიკეთეები,რომლებსაც მთავრობა ქმნის- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა

ქვეყნის ეკონომიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში და ეს მდგომარეობა კიდევ უფრო ღრმავდება, ლარი დღითიდღე უფასურდება და ამ დროს ნაცვლად იმისა,რომ პრემიერი საუბრობდეს სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე, ჩვენ ვისმენთ განცხადებას იმის თაობაზე თუ როგორი წარმატებული მმართველობვა აქვს ხელისფლებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას,რომ მათ არ ესმით ხალხის ხმა და ისინი ბოლომდე დაცილდნენ მოსახლეობას. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა,რომ ეს მთავრობა უნდა წავიდეს. რაც შეეხება ბრალდებას 21მარტს ხალხის მოსყიდვის თაობაზე უბრალოდ სასაცილოა რადგან ჩვენ გვაქვს მწირი რესურსი და ჩვენი აქცია იყო საკმაოდ ხალხმრავალი. იქ მოსული ყველა ადაიანი არ იყო ნაციონალური მოძრაობის მომხრე. ისინი იყვნენ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ უუნარო მთავრობა უნდა წავიდეს და ვიღაცამ დაიწყოს ეკონომიკის გაუმჯობესებაზე ფიქრი. აქციები არის ხელისუფლებასთან ბრძოლის დემოკრატიული გზა და ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ხერხს კანონის ფარგლებში იმისათვის,რომ ეს მთავრობა წავიდეს ვადაზე ადრე–განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძის დაკითხვას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა
შემდეგი სტატიატელეკომპანიამ ცილისმწამებლური ინფორმაცია უნდა შეასწოროს