ზურა ჯაფარიძე პრემიერის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა

დღეს არის 1 აპრილი და როგორც ჩანს პრემიერმა ეს ტყულის დღე მიულოცა საქართველოს მოსახლეობას. ტყული არის არა მხოლოდ ის, რომ მოიყვანო არასწორი რიცხვები, არამედ ტყუილია ის როდესაც არ საუბრობ იმ რიცხვებზე რომელიც პოლიტიკურად არ გაწყობს. მე გეტყვით ოთხ რიცხვს და თქვენთითონ გადაწყვიტეთ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა როგორია, მიდის გაუმჯობესების გზაზე თუ არის კრიზისის პირას–აცხადებს  “ერთიანი ნაციონლური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე
1. 2014 წლის აგვისტოდან მოყოლებული უკვე ზედიზედ შვიდი თვეა კლებულობს ექსპორტი. მათშორის წელს იანვარსა და თებერვალში ექსპორტში გვაქვს 26% ვარდნა. 2015 წლის იანვარ თებერვალში ასევე შემცირებული არის იმპორტი.

2. საქართველოს 530 000 (ხუთას ოცდაათი ათასი) მოქალაქეს, რომელთა დიდი ნაწილი სავარაუდოდ ეხლა მიყურებს და მისმენს, მნიშვნელოვნად გაუძვირდა სესხი.

3. ამ ხელისუფლების პირობებში მაშინ როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, საქართველოს ეროვნული ვალუტა ლარი გაუფასურდა 35% –ით.

4. 2014 წლის ბოლო კვარტალში თუ შევადარებთ 2013 წლის ბოლო კვარტალს საქართველოს ეკონომიკა დოლარში შემცირდა 35 000 000–ით (ოცდათხუთმეტი მილიონი) ანუ ჩვენი ქვეყანა გაღარიბდა.

რაც მართალია არის ის რომ ლარის გაუფასურებამ უფრო იოლი გახადა ბიუჯეტის შევსება, მაგრამ ბევრად უფრო გაართულა საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ამ ციფრებზე მეტად მნიშვნელოვანი არის ის რომ ამ რეალობაში ერთ მხარეს დგანან ივანიშვილი, ღაიბაშვილი, ხადური და იმოწმებენ ერთმანეთს, საუბრობენ იმაზე რომ ქყვეყნის ეკონომიკა წინ მიდის და მეორე მხარეს დგანან რიგითი მოქალაქეები, პედაგოგები, ექიმები,ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საკუთარ ჯიბეში და მაცივარში შეხედვით გრძნობენ იმ მძიმე რეალობას რომელიც არის ქვეყანაში შექმინილი.

პრემიერის დღევანდელმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რომ ამ მთავრობას არ ესმის ხალხის ხმა, ის სრულად არის მოწყვეტილი რეალობას და ამიტომ გამოსავალი არის ერთი. ეს მთავრობა უნდა წავიდეს–აცხადბეს ჯაფარიძე

banner
წინა სტატიაშიმივესალმები, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე მინისტრები დეტალურად გადიან ჩემი გამოსვლის შინაარსს
შემდეგი სტატიაამერიკელებმა სელფის გადასაღები ფეხსაცმელი გამოიგონეს (ვიდეო)