ზურაბ ჯაფარიძე მთავრობას კანონდარღვევაში ადანაშაულებს

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, პარლამენტარი ზურაბ ჯაფარიძე მთავრობას კანონდარღვევაში ადანაშაულებს. ეს განცხადება დეპუტატმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მას და მის კოლეგას, სერგო რატიანს მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება მთავრობის საპარლამენტო მდივანმა არ მისცა.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რატომ არ მისცეს სხდომაზე შესვლის უფლება. მისი თქმით, ისინი არ აპირებდნენ არც ერთი საკითხის დაყენებას, მხოლოდ აინტერესებდათ რაზე მსჯელობს მთავრობა.

„თუ სურვილი ექნებოდათ, ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა მოტანილი ჩვენი კონკრეტული გეგმა, იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა. არანაირი უფლება, რომ არ შევეშვით და უბრალოდ ვუყუროთ რას აკეთებს მთავრობა, არა აქვთ, ჩვენ ვართ მოსახლეობის მიერ არჩეული და მათ შორის კანონით გავქვს მინიჭებული ეს უფლება რომ დავაკვირდეთ, როგორ მუშაობს მთავრობა, მათ შრის კონკრეტულად შეკრების დროსაც,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მთავრობისთვის იმ 36-პუნქტიანი სამოქმედო გეგმის გადაცემა სურდათ, რომელიც პარტიამ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლისთვია მოამზადა.

banner
წინა სტატიაშისასამართლო დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას საქმის განხილვას იწყებს
შემდეგი სტატია“შრომის ინსპექცია არ ნიშნავს, რომ მყისიერად სადამსჯელო რაზმები გაემართებიან საწარმოებში”