ზურაბ ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს

ზურაბ ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს

jafaridzeლარი ისევ უფასურდება და ამას 2 მნიშვნელოვანი შედეგი ექნება:
1. კვლავ დააზარალებს მათ ვისაც სესხი აქვთ დოლარში, ახორციელებენ იმპორტს ან ფიქსირებული შემოსავალი აქვთ ლარში (პენსიონერი, სოც. დაუცველი, სახ. შემწეობაზე მყოფი დევნილი, დაქირავებული შრომით დაკავებული და სხვა)
2. კიდევ უფრო არაპროგნოზირებადს გახდის 3 წლის განმავლობაში ისედაც სერიოზულ გაურკვევლობაში აღმოჩენილ ეკონომიკურ გარემოს, რაც ნიშნავს ნაკლებ ინვესტიციებს, ნაკლებ ეკონომიკურ ზრდას, ნაკლებ ახალ სამუშაო ადგილებს და ა.შ., რაც თავის მხრივ ნიშნავს კიდევ უფრო გაუარესებულ ყოფას მოქალაქეებისთვის
ხელისუფლება კი ამ დროს (მალე 2 წელი შესრულდება) დაკავებულია ხელცქვიტობით – ეძებს განტევების ვაცს, რომ ‘ხალხის რისხვა’ მისკენ მიმართოს და შედეგად შეამციროს საკუთარი პოლიტიკური ზიანი
გაცხადებული გეგმებიდან არც ერთი არ შესრულდა: პრივატიზაცია ჩავარდა, ე.წ. ‘ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამები’ ჩავარდა, ე.წ. ‘ქამრების შემოჭერა’ კი არც დაწყებულა
სინამდვილეში მიზეზის ძებნას დიდი აზრი არ აქვს (შიდა, გარე, შუა…). გასაკეთებელი ნებისმიერ შემთხვევაში ერთია – ეკონომიკის შემდგომი გათავისუფლება და ეკონომიკური გარემოს დასტაბილურება
ეს რომ გაგვეკეთებინა 2014-ში – დღეს გაცილებით ნაკლები პრობლემა გვექნებოდა
ეს რომ გაგვეკეთებინა 2013-ში – დღეს შეიძლება პრობლემა საერთოდ არ გვქონოდა
თუ ამას არ გავაკეთებთ ახლა და ეკონომიკა კვლავ კოლექტიური ‘ღარიბაშვილ-საგანელიძის’ მართვის ქვეშ დარჩება – შემდეგი წლები იქნება უარესი, პირველ რიგში ყველაზე გაჭირვებული მოქალაქეებისთვის
თუმცა გვექნება ჰიპოთეტური ‘სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი’, ჰიპოთეტური ‘ინკლუზიური ზრდა’, ჰიპოთეტური ‘შეუქცევადი აღმავლობა’, ჰიპოთეტური ‘აყვავებული სოფელი’ და, რაც მთავარია – რეალური სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები–აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე

banner
წინა სტატიაშიეროვნული ვალუტის კურსი ისევ დაეცა
შემდეგი სტატიარუბლი კრიტიკულ მაჩვენებლამდე დავარდა