ზურაბ ჭიაბერაშვილი: ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ძალისხმევა, რომ რუსეთის ასეთი აგრესიული პოლიტიკა შევაჩეროთ

რუსეთის მიერ ახალი საზღვაო დოქტრინის მიღებას აფასებენ უმცირესობის დეპუტატები.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის განმარტებით, დოქტრინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა კრემლის იმპერიული ამბიციები და რომ რუსეთი დღესაც საფრთხეს წარმოადგენს თავისი მეზობელი ქვეყნებისათვის.

„ასეთ ვითარებაში, ის საგარეო პოლიტიკა და რუსეთთან დამოკიდებულება, რასაც ქართული ოცნება გვთავაზობს, არაადეკვატურია იმისათვის, რომ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს გაუმკლავდეთ. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ძალისხმევა და მობილიზება იმისათვის, რომ რუსეთისგან მომდინარე ასეთი აგრესიული პოლიტიკა შევაჩეროთ,“ – განმარტა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

თავისუფალი დემოკრატების შეფასებით, ეს სახელმწიფოების დაშინების მცდელობაა.

რუსეთი ხედავს საფრთხეს იმისა, რომ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა განვითარდეს დამოუკიდებლად. ამიტომ, ყველანაირად ცდილობენ სამხედრო ძალებით და დემონსტრირებით მოახდინონ სახელმწიფოების ვითომ ე.წ. დაშინება,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარ პუნქტში ქვეყნის საზღვრებთან ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მიახლოებაზეა საუბარი.

banner
წინა სტატიაშისაჯარო მოსამსახურეს წლის განმავლობაში 2 000 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრის მიღება აეკრძალება
შემდეგი სტატიალერი ხაბელოვი: პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა არ იყო დაგეგმილი, მეც არ გამოვსულვარ სიტყვით