ზურაბ ჭიაბერაშვილი: როგორც უკრაინის, ისე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია, რომ პირს ჰქონეს ორმაგი მოქალაქეობა

„თუკი საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს არ მიანიჭებს და არ დაუტოვებს საქართველოს მოქალაქეობას, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით განპირობებილი“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამ განცხადებით ის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღებისა და ოდესის გუბერნატორად დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა. ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არაფერი ამოძრავებს, გარდა მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მიმართ პირადი შურისძიებისა. ჭიაბერაშვილის თქმით, როგორც უკრაინის, ისე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია, რომ პირს ჰქონეს ორმაგი მოქალაქეობა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილისათვის ორმაგი მოქალაქეობის მისანიჭებლად მოტივირებული განცხადებაა საჭირო
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური: საქართველო უკრაინას შორის უხერხულობა გაჩნდა