ზურაბ ჩილინგარაშვილმა ადიგენის ყოფილი გამგებლისა და მისი მოადგილის მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენზე ისაუბრა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა  ზურაბ ჩილინგარაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, ადიგენის ყოფილი გამგებლისა და მისი მოადგილის მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენზე ისაუბრა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, 2 წლისა და 2 თვის შემდეგ, მათ შეძლეს თავიანთი სიმართლის დამტკიცება და უზენაესმა სასამართლომ ისინი უდანაშაულოდ სცნო.

„უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ადიგენის ყოფილი გამგებელს, მისი ყოფილი მოადგილისა და საფინანსო განყოფილების ყოფილ უფროსზე და ისინი გაამართლა. მათ გარშემო ძიება და სასამართლო პროცესები 2 წლისა და 2 თვის განმავლობაში მიდიოდა. მიზეზი კი ერთი და მარტივი იყო – არ სურდათ რომ სათავეში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ. ვერ შეძლეს დაშინება და მათი მოსყიდვა, რომ თანამდებობები საკუთარი ნებით დაეტოვებინათ და ამიტომ ასეთ ხერხს მიმართეს. ადგილობრივმა სასამართლომ მათ 3 000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, თუმცა მიმდინარე წლის სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ ეს ადამიანები უდანაშაულოდ სცნო.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქმის პროკურორმა თავიდანვე იცოდა საქმის პოლიტიკური მხარე. სამწუხაროდ ეს ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ის გვთავაზობდა, რომ ადიგენის ყოფილ გამგებელსა და მის მოადგილეს დანაშაული ეღიარებინათ, მხოლოდ 500 ლარიან ჯარიმას შეუფარდება და ამასაც თავად გადაიხდიდა.
ჩვენ მოვითხოვთ ამ ადამიანებს განაცდური, 9 თვის ანაზღაურება მისცენ. ხოლო მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაგვბარდება, მოარული ზიანის ანაზღაურებასაც მოვითხოვთ“, – განაცხდა ზურაბ ჩილინგარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: გარკვეული კატეგორია დამატებით მიიღებს გაზრდილი ტარიფის ანაზღაურებას
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ძალიან სერიოზულ გარდატეხას შევიტან რუსულ-ქართულ ურთიერთობებში