ზურაბ ტყემალაძე: ყველა პრობლემას ეკონომიკური გუნდი პასუხს გასცემს

ვიმედოვნებ, რომ ეკონომიკური გუნდი საკმაოდ დადებითად წარდგება პარლამენტის წინაშე, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ტყემალაძის თქმით, ეკონომიკურ გუნდთან გარკვეული შეკითხვები არსებობს, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მათთან თანამშრომლობა.
“ყველა იმ პრობლემას რომელიც არსებობს, ეკონომიკური გუნდი პასუხს გასცემს. მათ მიერ გაკეთებულ ყველა პროექტს, რომელიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია ისინი ამ შეხვედრაზე წარმოაჩენენ. ისაუბრებენ ასევე იმ პროექტებზე, რაც მომავალში აქვთ გასაკეთებელი. მე მათთან კითხვებიც მაქვს, მაგრამ ეკონომიკური გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში სცემს პასუხს ჩვენს კითხვებს”, -განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
დღეს პარლამენტში, კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრებს მოუსმენენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს
შემდეგი სტატია“ბიძინა რატომ დაანგრიე საყდრისი”- ყოფილი პრემიერის სახლთან აქცია ხმაურით დასრულდა