ზურაბ ტყემალაძე: როგორც გადავლახეთ ვეტო და როგორც გავიარეთ ეს პერიოდი, ესე წყნარად უნდა გავიაროთ დარჩენილი პერიოდი

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით განმარტება ქართული ოცნების წევრმა ზურაბ ტყემალაძემ გააკეთა.

ტყემალაძის შეფასებით, სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

“მე მგონი რომ, არასწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ კანონი კანონია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა ვცეთ და დავემორჩილოთ. დაველოდოთ მოვლენებს, პანიკას ნუ ავტეხავთ. როგორც გადავლახეთ ვეტო და როგორც გავიარეთ ეს პერიოდი, ესე წყნარად უნდა გავიაროთ დარჩენილი პერიოდი,“ – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველების მდივანმა ზურაბ ტყემალაძემ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში სპორტის სასახლე გაიხსნა+ფოტო
შემდეგი სტატიამოსამართლე ურთმელიძეზე გავრცელებულ ინფორმაციას პროკურატურა საგანგებო განცხადებით ეხმაურება