ზურაბ ჟვანიას საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დასრულდა

მიხეილ ძაძამია ირწმუნება, რომ სასამართლო სხდომებზე, რომლებიც 10 ივლისიდან იწყება, საზოგადოება 10 წლის წინ მომხდარი ისტორიის შესახებ ყველაფერს გაიგებს.

მიხეილ ძაძამიასა და კობა ხარშილაძის ბრალდების საქმეზე დღეს ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დასრულდა. მოსამართლემ 12 ნაფიცი და ორი სათადარიგო მსაჯული წარადგინა. ნაფიც მსაჯულებს მომდევნო სამი კვირის განმავლობაში ბრალდებისა და დაცვის მტკიცებულებების მოსმენა მოუწევთ.

ხარშილაძისა და ძაძამიას ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ ნაფიცი მსაჯულები გამამართლებელ ვერდიქტს გამოიტანენ. სახელმწიფო ბრალმდებელი კი დარმწუნებულია, რომ ძაძამიამ და ხარშილაძემ საკუთარი მოვალეობა 10 წლის წინ არაჯერვნად შეასრულეს, რასაც პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება მოჰყვა.

ზურაბ ჟვანია საბურთალოს ქუჩის 53-ში, კონსპირაციულ ბინაში რაულ უსუპოვთან ერთად გარდაცვლილი 2005 წლის 3 თებერვალს ნახეს.

banner
წინა სტატიაშიპედარასტები და დემო-ტრაკი-ა!!!
შემდეგი სტატია“ჩემი ძმა მოკვდა წამებით, სახელმწიფომ უნდა აღიაროს დანაშაული”- 13 ივნისს დაღუპული გაბიტაშვილის ძმა