ზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა ბესარიონ ჟვანიამ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი და მამის მეგობარი გია ბარამიძე სცემა–ამის შესახებ ინფორმაციას “ფრონტნიუსი” ავრცელებს.როგორც გამოცემა იუწყება შემთხვევა ბათუმში ერთ-ერთ კაფეში მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გია ბარამიძემ ბესარიონ ჟვანიას უთხრა, რომ ზურას სულთან მართალია, ექსპრემიერის ვაჟმა კი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მამის მისამართით გაკეთებული განცხადებები გააპროტესტა, რასაც შემდეგ ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
აღნიშნულს რამდენიმე პირი შეესწრო, თუმცა საჭირო გახდა თუ არა სიტუაციაში სამართალდამცველების ჩარევა, უცნობია. შსს-ში აცხადებენ, რომ მათთან შეტყობინება არ შესულა.აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გიროგი ბარამიძემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა:

გიორგი ბარამიძე საქართველოს პრეზიდენტს პასუხობს

“სახელისუფლებო არხებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, ჩემი და ჩემი უახლოესი მეგობრისა და ლიდერის შვილთან, (რომელიც ჩემს თვალწინაა გაზრდილი) ბუსასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ ისევე როგორც ზურას ოჯახის სხვა წევრებთან (რომლებიც პირველყოვლისა, არიან ზურას გარდაცვალებით გულმოკლულები) დაპირისპირება არასდროს მქონია და არც მექნება.
მე ზურას საქმესთან დაკავშირებით პირველყოვლისა ის მაღელვებს, რომ კვლავ გრძელდება ზურას სახელით სპეკულაცია და მისი ხსოვნის შეურაცხყოფა.
მეც და ზურას სხვა მეგობრები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზურას ხსოვნას მომავალში შესაბამისი პატივი მიეგოს”–წერს გიორგი ბარამიძე

banner
წინა სტატიაშიგიორგი ოქროპირიძე პატიმრობაში დარჩა
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი–ირაკლი ფირცხალავას მატროსოვიდან გლდანის ციხეში გადაყვანა არის უკანონობა და დანაშაული!!!