ზურაბ მელიქიშვილი: სამწუხარი არის ის, რომ პრემიერი და მისი მთავრობა ყოველდღიურად უფრო და უფრო შორდება საქართველოს მოსახლეობას

ზურაბ მელიქიშვილი: როდესაც მთავრობა არ ენახვება ხალხს ხალხი დაენახვება მას 21 მარტს.

zurab meliqiSviliსამწუხარი არის ის, რომ პრემიერი და მისი მთავრობა ყოველდღიურად უფრო და უფრო შორდება საქართველოს მოსახლეობას, იმ პრობლემებს რომელიც აწუხებს მოსახლეობას. მინდა გითხრათ, რომ ისინი არიან მოტივირებულები რომ ყველაფერი გადააბრალონ სხვას, დაწყებული იმით რომ ლარი არის გაუფასურებული, ინვესტიციები არის შემცირებული, ექსპორტი არის შემცირებული, სამუშაო ადგილები არის შემცირებული, მცირდება მთლიანად ეკონომიკა-აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძაობის” ერთ–ერთი ლიდერი ზურაბ მელიქიშვილი. მისივე თქმით მათ არ აქვთ გეგმა, მათ არ უნდათ საერთოდ დაინახონ ეს პრობლემები და ბუნებრივია ცდილობენ რომ ყველაფერი გადააბრალონ სხვას.
ჩვენ მათ არაერთხელ შევთავაზეთ ის გეგმა, რომელიც მათ არ გააჩნიათ და დღესაც აღიარა პრემიერმა, რომ მათ არ აქვთ რეცეპტი. ერთ, ორ დღეში გარკვეული შედეგი როგორ იქნას მიღწეული და არც იზიარებენ იმ გეგმას რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, რომელიც მდგომარეობს იმაში რომ გაუქმდეს ის უაზრო რეგულაციები, რაც ორწელიწადნახევარში მიიღეს, შეამცირონ უფრო გადასახადები, მთელი რიგი მიმართულებებია შეღავათების დაწესების. გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს მოსახლეობამ ამოისუნთქოს–აცხადებს მელიქიშვილი

banner
წინა სტატიაშისასწრაფოდ:ქუთაისი-კიევის მიმართულებით რეისები მოიხსნება
შემდეგი სტატიაპავლე კუბლაშვილი:–თუ მას უნდა,რომ რეალობა დაინახოს, გამოვიდეს შენობიდან და ნახოს რა მდგომარეობაში არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები