ზურაბ მელიქიშვილი – სამი წლის განმავლობაში ზედიზედ უფასურდება ეროვნული ვალუტა

ნიშნავს თუ არა წარმატებას თქვენი მმართველობის პირველსავე წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 700 მილიონით გარღვევას?!

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, სამი წლის განმავლობაში ზედიზედ უფასურდება ეროვნული ვალუტა. როგორც ზურაბ მელიქიშვილმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დაახლოებით 40%-ის გაუფასურების ნიშნულზე არის ლარი.
“გამომდინარე იქედან, რომ დოლარში ხდება გაანგარიშება ნებისმიერი პროდუქტის, ნებისმიერი მომსახურების, 40%-ით გაუძვირდა პენსიონერსაც, მასწავლებელსაც და თვითოეულ ჩვენგანს ცხოვრება. ნაცვლად დაპირებული განახევრებული ტარიფისა, გაიზარდა ელექტროენერგიაზე ტარიფი და კაცმა არ იცის რა იქნება გაზთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის იმ 3-წლიანი პოლიტიკის შედეგი, როდესაც გეუბნებოდით, რომ მიხედეთ ინვესტიციებს უშუალოდ ენერგეტიკის სფეროში”, -განაცხადა მელიქიშვილმა.
მისივე თქმით, ყველაფრის გადაბრალება ხდება საგარეო ფაქტორებზე.
“მითხარით, რომელი საგარეო ფაქტორის ბრალია, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზა არის გაჩერებული, რომლის 60 % იყო დასრულებული. რომელი საგარეო ფაქტორის ბრალია, როდესაც მიწის კანონი მივიღეთ, რომელმაც პირდაპირ გააჩერა ინვესტიციების შემოდინება”, – განაცხადა მელიქიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,მე-3 ჯიბეზე საგრძნობი წელი იგრძნო მოსახლეობამაც და “ოცნების” მაღალჩინოსნებმაც, მაგრამ გააჩნია, ვინ – როგორ”
შემდეგი სტატიალაშა აბაშიძის განცხადებით, ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა