ზურაბ მელიქიშვილი: როდესაც მთავრობა არ ენახვება ხალხს ხალხი დაენახვება მას 21 მარტს

ზურაბ მელიქიშვილი: როდესაც მთავრობა არ ენახვება ხალხს ხალხი დაენახვება მას 21 მარტს.

ზურაბ მელიქიშვილი: როდესაც მთავრობა არ ენახვება ხალხს ხალხი დაენახვება მას 21 მარტს.მთავრობა ბოლო კვირეების განმავლობაში აცხადებს ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკას თუმცა მათი მოქმედება სრულიად საწინააღმდეგოა. მინდა გითხრათ რომ 2015 წელს, საქართველოს მთავრობამ, კერძოდ ფინანასთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გამოყო თანხა და შეიძინა 4 მილიონ 7 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილები. ამ ნაბიჯს კი ამართლებენ რომ თითქოს გარკვეული კონფერენციის ფარგლებში მათ სტუმრების მომსახურებისთვის სჭირდებათ აღნიშნული ავტომობილები. მაშინ როდესაც გამოყოფილია იაპონიის გრანტი 4 მილიონ 200 ათასი დოლარის ოდენობით ეკო მანქანების შესასყიდად. ერთი რომ მათ შეეძლოთ გრანტის დანიშნულება შეეცვალათ, ამაზე არ იმუშავეს და ხდება დაახლოებით მთლიანობაში ჯამში 14 მილიონის ავტომობილების შეძენა საქართველოს მთავრობის მხრიდან, მაშინ როდესაც ახალი იაპონური მანქანების გამოყენება შეეძლოთ იმ კონფერენციისთვის, რომელსაც საფუძვლად იდებენ ამ დამატებით ახალი ავტომობილების შესაძენად.

მთავრობა გაურბის დებატებს, გაურბის პასუხისმგებლობას, მათ საერთოდ არ გააჩნია გეგგმა და არ წამოუდგენიათ ხალხისთვის. მთავრობა არ ენახვება ხალხს, ხალხი დაენახვება მას 21 მარტს.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე – რიგგარეშე სხდომის დანიშვნით, პრეზიდენტმა “ნაცმოძრაობის” ინტერესებს გაუწია ანგარიში
შემდეგი სტატიანიკა მელია განცხადებას ავრცელებს