ზურაბ მელიქიშვილი: მთავრობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა არ აქვს

“მთავრობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა არა აქვს,” – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა, გააკეთა.

მელიქიშვილი რაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მელიქიშვილი ამბობს, რომ მთავრობა ჯერ დავალებებს აძლევს რეგიონის ხელმძღვანელებს, არ დახარჯონ თანხები და შემდგეგ პასუხისმგებლობას მათ აკისრებს, თუ რატომ არ იხარჯება თანხები.

ზურაბ მელიქიშვილი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთერთი გამოსავალი გადასახედების შემცირებაა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და თვითმმართველობის ხელმძღვანელებს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიგია ჟორჟოლიანი: დიდი ხანია, საჭირო იყო ასეთი მიდგომის დამკვდრება
შემდეგი სტატიარუსები გალში ქართულ პასპორტებზე ნადირობენ