ზურაბ კვარცხელია მიმართვას ავრცელებს

ზურაბ კვარცხელია მიმართვას ავრცელებს

ზურაბ კვარცხელია მიმართვას ავრცელებსსახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ ხელმძღვანელი ზურაბ კვარაცხელია საქართველოს მოსახლეობას მიმართავს. მისი ცნობით, ქვეყანაში არსებობს ე.წ. ლიბერტარიანული დაჯგუფება, რომელიც ცდილობს რეგიონში თურქულ-თურანული იმპერიალისტური ინტერესების განხორციელებას. მოძრაობა „სამეგრელოს“ ხელმძღვანელის მიმართვას სოცილაურ ქსელ “ფეისბუქში” ავრცელებს:

მამულიშვილნო! მე, ზურაბ კვარაცხელია, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი და არ დაგიმალავთ იმასაც, რომ მავანთათვის შესაძლოა ცნობილი ე.წ. მეგრული უკლონიზმით – მოგმართავთ თქვენ ყველას, ვისაც გიყვართ სამშობლო, ვისთვისაც ძვირფასია კოლხა-იბერიის ერთიანობა, ეროვნულ-ტრადიციული ფასეულობები, მოგმართავთ რადგან სრულიად საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ერთიანობის უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანეს და სასიცოცხლოდ აუცილებელ ამოცანად მიმაჩნია მომავალ დამოუკიდებელ და ერთიან სახელმწიფოში დაცულ იქნას მეგრული, სვანური და ზოგადქართველური იდენტობა! მიმაჩნია, რომ ქართულმა სახელმწიფომ უნდა შექმნას მექანიზმები ამ იდენტობის დაცვის უზრუნველსაყოფად!

მიმაჩნია, რომ საზოგადოებრიობის მხრიდან ამისთვის მზაობა და ასევე, ხელისუფლების შემხვედრი ნაბიჯები იქნება სწორედ ის აუცილებელი გარანტია, რომელიც არა თუ უზრუნველყოფს ჩვენი იდენტობის გადარჩენას, არამედ, ამავე დროს ნებისმიერ კორდონებსმიღმა ავადდაინტერესებულ ძალას ჩვენს სამშობლოში მოუსპობს საკუთარი სტრატეგიული ინტერესების დაკმაყოფილებლის შესაძლებლობას! მომავალ ერთიან, დამოუკიდებელ კოლხა-იბერიაში აუცილებლად უნდა იქნას დაცული მეგრულ-სვანურ-ზოგადქართველური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა და თვითმყოფადობა! ამის ალტერნატივა არ არსებობს! უფრო სწორედ, ამის ალტერნატივა სრული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კატასტროფაა! უფალი იყოს მფარველი ჩვენს მამულიშვილურ ზრახვებში!!!“, – აცხადებს ზურაბ კვარაცხელია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე არ ადასტურებს, რომ დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად აირჩიეს
შემდეგი სტატიაზესტაფონში მამაკაცმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა