ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორია–თეა წულუკიანი

ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორია–თეა წულუკიანი

ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორია–თეა წულუკიანიიუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორია–ამის შესახებ თეა წულუკიანმა “ტელეიმედის” გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას

“ჩემგან არ იქნება სწორი მოსამართლეს შევუფასო, თუ როგორ გადაწყვიტა ესა თუ ის საკითხი. მე ვთვლი, რომ პროკურატურის შუამდგომლობა იყო სწორი, როდესაც მან მოითხოვა ირაკლი ფრიცხალავასთვის წინასწარი პატიმრობა, რადგან მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი გარეთ რომ ყოფილიყო, ის გახსნილ საქმეზე სავარაუდოდ ყველა ღონეს იღონებდა, რათა ან დამუქრებოდა რომელიმე მოწმეს ან მტკიცებულებები გაენადგურებინა. სწორედ ამ ნიშნით ხდება შუამდგომლობის შედგენა, რომ საქმეზე ბრალდებული არ უშლიდეს საქმის მომავალ გამოძიებს ხელს. სწორედ ამიტომ ხდება მისი ლოკალიზება საპატიმროში. როგორც ჩანს მოსამართლემ ეს გაიზიარა”, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე უკვე დიდი ხანია სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი. “მე, როგორც იუსტიციის მინისტრი, წარმოვადგენ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში და მე დღეს რამდენად აბსურდულადაც არ უნდა ჟღერდეს, მევალება დავიცვა სტრასბურგის სასამართლოში ეს საქმე და ვთქვა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში არ დარღვეულა სიცოცხლის უფლება. ეს არის აბსურდი”, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულება, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე გამოიძიოს. “სწორედ ამით არის პროკურატურა ამჟამად დაკავებული, რომ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე სტრასბურგის სასამართლოში, არ მოგვეცხოს კიდევ ერთი უპატიებელი ლაქა, რომ სახელმწიფოს ხელით იქნა სიცოცხლე მოსპობილი. მაშინ სახელმწიფოს ხელი იყო სპეცრაზმი, ირაკლი ფირცხალავა. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ გამოვიძიოთ ეს საქმე”, – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მოსახლეობის 72 % საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას კვლავაც მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მისცემდა
შემდეგი სტატიატაქსის მძღოლებისთვის, შესაძლოა ლიცენზია გახდეს სავალდებულო