ზურაბ გურიელიძე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს

დღეს დილით ზურაბ გურიელიძემ შს სამინისტროს მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია, რომ ზოოპარკი ვერ პოულობდა კიდევ ერთ ვეფხვს

ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. გურიელიძემ “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორია ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.
მან ასევე არ ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის იმ განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც, მათ ზოოპარკის ადმინისტრაციამ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარეთ არც ერთი მტაცებელი ცხოველი აღარ უნდა ყოფილიყო.
“ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა ერთი ადამიანი დაგლიჯა, რომელიც გარდაიცვალა. გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია. ამ დროისთვის ალბინოსი ვეფხვი ლიკვიდირებულია.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური – ხვალ რა აღმოჩნდება და როგორ არის დათვლილი ზოოპარკის ადმინისტრაციისგან, ამაზე პასუხს ვერ ვაგებთ
შემდეგი სტატიადავით ნარმანია – მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირი საგამოძიებო სამსახურებმა უნდა დაადგინონ