ზურაბ ადეიშვილის მტკიცებით, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის სურვილის შესახებ ხელისუფლებას ინფორმაცია ჰქონდა

adeishvilze-ukrainaaaბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ხელისუფლებას ინფორმაცია ჰქონდა, – ამის შესახებ გადაცემა არჩევანთან ზურაბ ადეიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მონაწილეობდა ქართულ პოლიტიკაში და ყოველთვის ჰქონდა ახლო ურთიერთობა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„მე მას პირადად არასოდეს არ შევხვედრილვარ. თუმცა, მას ჰქონდა ინტენსიური კავშირები სხვა წევრებთან,“ – აცხადებს ზურაბ ადეიშვილი.

„ის იყო პოლიტიკაში, ის ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა გარკვეულ პროცესებზე და პოლიტიკაც არის პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა. ის კი ამას აკეთებდა 2004-შიც, 2005-შიც, 2009-შიც, 2010-შიც და აქედან გამომდინარე, მისი პოლიტიკაში მოსვლის სურვილის შესახებ ცალსახად ცნობილი იყო ჩვენთვის,“ – აცხადებს ზურაბ ადეიშვილი.

banner
წინა სტატიაში“ძალის გადაჭარბებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი: – ზურაბ ადეიშვილი 7 ნოემბერს აფასებს
შემდეგი სტატია“ივანიშვილმა ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის გზა აირჩია, რაც სწორია” – ზურაბ ადეიშვილი